მდინარაძე ხაზარაძეზე: ტყუილითაც კი, რომელიც გუშინ თქვა, თითქოს ეუბნებოდნენ შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდოდათო, თავს აზიანებს

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე ტყუილსაც კი ვერ მოიფიქრებს ისე, რომ თავი არ დააზიანოს, – აღნიშნული განცხადებით მმართველი გუნდის წევრი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ტყუილითაც კი, რომელიც გუშინ თქვა, თითქოს ეუბნებოდნენ შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდოდათო, ამითაც თავს აზიანებს. სოციალურ ქსელში ადამიანები წერდნენ, სად იყო ამდენი ხანი, ახლა გაახსენდა, როცა დასჭირდაო. ათას არარეალურ გარემოებას ვაწყდებით და როდესაც დასკვნის გამოტანა მიწევს, ფაქტებსა და ვიღაცის მონაჭორს შორის, მე ფაქტებს ვენდობი. როდესაც ადამიანი იმასაც ვერ ახერხებს, რომ ტყული ისე მოიფიქროს, თავი არ დაიზიანოს, ეს არის გასაკვირი ამ ადამიანის მხრიდან.

ფაქტია, ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ანაკლია არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. ფაქტია, რომ სახელმწიფო დღესაც ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მათ ამ პროექტის განხორციელებაში. ფაქტია, რომ თავის დროზე ამ ადამიანებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ ამისთვის. ფაქტია, რომ მათ არაერთხელ მოსთხოვეს სახელმწიფოს გადავადება, არ შეასრულეს ვალდებულება, მაშინ, როდესაც არც პროკურატურა და არც მსგავსი სპეკულაციები არაფერ შუაში იყო. ეს არის ფაქტები და ის, რომ ვიღაცამ უთხრა: „ვაიმე, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში” – ეს არის ჭორაობა და ტყუილი”,-აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები