მარნეულში შუახნის მამაკაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

დაკავების ფაქტი “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.

მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი გუშინ დაჭრეს. დაშავებულს მარნეულის საავადმყოფოში მკურნალობა ამ დრომდე უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები