საფრანგეთში თურქეთის საელჩოს დაწვა სცადეს – დაკავებულია სამი პირი
საფრანგეთის ქალაქ ნანტში პოლიციამ თურქეთის საელჩოს დაწვის მცდელობისთვის სამი პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია LCI სამართალდამცავ სტრუქტურაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
დაკავებულია ორი მამაკაცი და ერთი ქალი.
9 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთით ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.