არჩილ თალაკვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, ხაზი გაუსვეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას.

არჩილ თალაკვაძემ ფრანგ დიპლომატს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგი და ქვეყანაში მიმდინარე საკვანძო რეფორმები გააცნო.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.

დიეგო კოლასმა დააფიქსირა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

კომენტარები

კომენტარი