თენგიზ გუნავა პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

პირადულია და ამის შესახებ საუბარი არ მსურს, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი თენგიზ გუნავა მასსა და “ქართული ოცნების” დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს შორის, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას.

“პირადულია და ამის შესახებ საუბარი არ მსურს, ამ ინციდენტის გამო საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს”,- განუცხადა ჟურნალისტებს გუნავამ.

ცნობისთვის, პარლამენტში “ევროპული საქართველოს“ წევრი თენგიზ გუნავა და “ქართული ოცნების” დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე მოხდა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილს უსმენდნენ.

დაპირისპირების მიზეზის დაკონკრეტებისგან დეპუტატები თავს იკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები