მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას რომ დავუჯეროთ, ისე ავიწროებენ წრეს, ბოლოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანიშვნა მოგვიწევს თანამდებობებზე

ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ თუ ჩვენი გუნდის წევრი იყო, ბიძინა ივანიშვილთან შეხება ჰქონდა, ამის გამო ასეთი კადრები უნდა დავბლოკოთ, მგონი, ისე ავიწროებენ წრეს, ბოლოს მათ რომ დავუჯეროთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანიშვნა მოგვიწევს თანამდებობებზე,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილს თვითონაც და საპარლამენტო უმრავლესობაც ძალიან კარგად იცნობენ და ამიტომაც უფრო თამამად დაუჭერენ მხარს.

“რადგან გრიგოლ ლილუაშვილს მე და საპარლამენტო უმრავლესობა პირადად ძალიან კარგად ვიცნობთ, კიდევ უფრო თამამად დავუჭერთ მხარს, მისი პიროვნული და პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე. ამაში გასაკვირი არაფერია, როცა ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ თუ ჩვენი გუნდის წევრი იყო, ბიძინა ივანიშვილთან შეხება ჰქონდა, ამის გამო ასეთი კადრები უნდა დავბლოკოთ, მგონი, ისე ავიწროებენ წრეს, ბოლოს მათ რომ დავუჯეროთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანიშვნა მოგვიწევს თანამდებობებზე. არ გამოვა ასე, მათი სპეკულაციური ლოგიკა და პათოსი არ გავა საზოგადოებაში და ხალხიც კარგად ხვდება ყველაფერს”, – აცხადებს მდინარაძე.

დეპუტატი ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის მოსაზრებას, სუს-ის გაუქმებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი “პოლიტიკური მესიჯი წამგებიანია” და არ ურჩევს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მთავრობის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. სხდომა სავარაუდოდ, 15:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები