ბარსელონაში პროტესტი გრძელდება, ფიგერასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მოძრაობა პარალიზებულია – პოლიცია საბოტაჟზე საუბრობს

ბარსელონასა და ფიგერას შორის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მატარებლის გადაადგილება პარალიზებულია, მას შემდეგ რაც გამთენიისას აქციის მონაწილეებმა ბოჭკოვანი სადენი გამიზნულად გადაჭრეს, რამაც სარკინიგზო სიგნალიზაციის სისტემაზე გავლენა მოახდინა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარი არის საბოტაჟი.

გამოცემა Efe წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მატარებლების გადაადგილება.
კატალონიაში საპროტესტო აქციები 14 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის შემდეგ დაიწყო. სასამართლომ კატალონიელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც 2017 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზება მოახდინეს, 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რეგიონის ყოფილ თავმჯდომარეზე კარლეს პუჩდემონზე კი, ევროპის ორდერი მეორედ გაიცა.

არეულობის შედეგად 131 აქციის მონაწილე და 70 სამართალდამცველი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები