გრიგოლ ლილუაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ძალიან მნივშენლოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერული წინსვლა, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს, რომ გავიდა შესაბამისი კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სასწავლო ცენტრის აღდგენის საშუალებას მისცემს.

“დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ძვირფასო პარლამენტარებო, იმისათვის, რომ უკვე მესამე მოსმენითაც გავიდა შესაბამისი კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს სამსახურს, აღადგინოს სასწავლო ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში გააჩნდა სისტემას. ეს სასწავლო ცენტრი არ იქნება უმაღლესი განათლების მიმცემი ორგანიზაცია ჯერჯერობით, თუმცა გვაქვს ძალიან მნიშნველოვანი გეგმები ამ სასწავლებელთან დაკავშირებით და სამომავლოდ აუცილებლად იქნება უმაღლესი განათლების მიმცემი სასწავლებელი, რაც საშუალებას მოგვცემს ქუჩიდან კი არ მივიღოთ თაობები, არამედ მივიღოთ უკვე გადამზადებული, სასწავლო პროგრამაგავლილი, შესაბამისი უნარებით აღჭურვილი თაობები, ეს აუცილებლად დაეტყობა მოკლე ხანში ჩვენს სამსახურს და ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობას. ამისთვის კიდევ ერთხელ თქვენ დიდი მადლობა და ბიუჯეტირების ნაწილში იმედი მაქვს, რომ გვექნება ხელშეწყობა, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გავითვალისწინოთ განვითარებისთვის საჭირო თანხები.

ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების წარმატებულად განხორციელების მიზნით, უსაფრთხოების სამსახური ყველა მიმართულებით საჭიროებს საქართველოს მოქალაქეების, შესაბამისად მათი რჩეულების საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას,” – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები