ნინო ლომჯარია: პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტები გამოვითხოვეთ

პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ყველა ის შეწყალების აქტი გამოვითხოვეთ, რაც სალომე ზურაბიშვილმა მისი არჩევის დღიდან განახორციელა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებზე კომენტირებისას განაცხადა.

“გამოძიებაში ჩართულები არ ვართ, თუმცა გამოვითხოვეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ყველა ის შეწყალების აქტი, რაც სალომე ზურაბიშვილმა განახორციელა მისი არჩევის დღიდან. ჩვენ გავაანალიზებთ ამ ინფორმაციას.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, შევხედავთ არიან თუ არა შეწყალებული ის პირები, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულები. მაგალითად, სიცოცხლის მოსპობაში, მკვლელობაში და როდის მოხდა მათი შეწყალება. იმიტომ, რომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც ამბობს, რომ ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული, როგორიცაა წამება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მან უნდა მოიხადოს გონივრული სასჯელი. თუ ის არ მოიხდის გონივრულ სასჯელს, მათ შორის თუ შეწყალებული იქნება არაგონივრულად მოკლე ვადაში, ძალიან მალე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან, ეს უთანაბრდება სასჯელისგან გათავისუფლებას და რეალურად, სახელმწიფო შეიძლება იყოს ბრალდებული იმაში, რომ მან დაარღვია პირის სიცოცხლის უფლება. ამიტომ, ამ ჭრილიდან ვუყურებთ ჩვენ, როდის მიიღო პრეზიდენტმა შეწყალებების შესახებ გადაწყვეტილება, რამდენ ხანში, რა ტიპის დანაშაულებზე და შეიძლება თუ არა ამ გადაწყვეტილებებით იყოს დარღვეული ადამიანის უფლებების ის სტანდარტი, რასაც ევროპის სასამართლო ადგენს. ჯერჯერობით ჩვენ კვლევის პროცესში ვართ”, – განმარტა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები