გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას

სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას. განცხადება ლილუაშვილმა პარლამენტში გააკეთა, სადაც მას ამ წუთებში უსმენენ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთან, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მუდმივად მიმდინარეობს საზღვრის მართვის სისტემების უზრუნველყოფა და არსებული სისტემებისთვის ახალი ფუნქციების დამატება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბირთვულ და რადიოაქტიურ ინციდენტებზე რეაგირების დროს.

თანამშრომლობის ფარგლებში სამსახურის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილია მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები. მჭიდრო ვთანამშრომლობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს დონორებთან კოორდინაცია და ერთიანი მიდგომის საფუძველზე მოხდეს ეროვნულ დონეზე ქვეყნის შესაძლებლობების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს. სამსახურის კოორდინაციით იგეგმება ქბრბ საფრთხეების შემცირების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლება”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები