ტრენინგი “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” გურიის მხარეში ჩატარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საინფორმაციო კამპანიას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა ოზურგეთში და მას გურიის მუნიციპალიტეტების საჯარო სექტორის, არასამთავრობო და მედიასექტორის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებმა ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებნ ინფორმაცია მიიღეს.

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები