“კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება”

კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა გააკეთა.

“კორუფციასთან ბრძოლა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება, რასაც მათ შორის ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკა.

ასევე, მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დღემდე მიღწეული წარმატების კვალდაკვალ საჯარო სექტორში კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის პრევენცია რჩება კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის.
თითოეული ცვლილების მიზანია მოხდეს სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ანუ საჯარო მოხელეების, მოსახლეობის ჩართულობა, ანუ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, თანაგრძნობა დამნაშავისადმი და არა პირიქით. ჩვენ ვცდილობთ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა განვახორციელოთ ცნობიერების ამაღლების კუთხით და საჯარო მოხელეებს ისე, როგორც მოქალაქეებს გავუჩინოთ განცდას, რომ ისინი მთავარი აქტორები არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების საქმე, ეს არის მთელი მოსახლეობის საქმე”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები