საფრანგეთში პოლიციამ მეხანძრეების აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა(ვიდეო)

პარიზში პოლიციამ მეხანძრეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები ხელფასების მატებას მოითხოვენ.

France 24.-ის ინფორმაციით, პოლიციამ ასევე წყლის ჭავლი გამოიყენა, როდესაც მსვლელობა ოფიციალურ მარშრუტს გასცდა და ზოგიერთმა მეხანძრემ პარიზის აღმოსავლეთ მხარეს გზის გადაკეტვა სცადა.

როგორც მეხანძრეების პროფკავშირების პრეზიდენტმა ანდრე გორეტიმ განაცხადა, მეხანძრეები პროტესტს ივნისიდან გამოთქვამენ, მაგრამ ხელისუფლებისგან მხოლოდ კრიტიკა დაიმსახურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები