თორნიკე მამალაძე: თუ არ დამიბარებენ წმინდა სინოდზე, მეორე დღესვე ყველაფერს გავასაჯაროებ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე “ტვ პირველის” ეთერიდან მიმართავს წმინდა სინოდს, რომ დაიბარონ შეკრებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებს იმ ინფორმაციას, რომელსაც დეკანოზი ფლობს და რომლისაც, როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, საპატრიარქოს ეშინია.

მისივე თქმით, საპატრიარქომ 2020 წლის არჩევნებისთვის მხარდაჭერა აღუქვა სახელმწიფოს, იმ შემთხვევაში თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე დარჩებოდა ციხეში.

“საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩემი ძმა დარჩეს ციხეში, საპატრიარქომ აღუთქვა სრული მხარდაჭერა იმ შემთვევაში, თუ თუკი ჩემი ძმა არ განთავისუფლდებოდა, რაზეც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, მას სურს კიდევ 4 წლით გააგრძელოს თავისი ძალაუფლება. თუ რატომ არ უნდა საპატრიარქოს ჩემი ძმის გათავისუფლება, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ძმა ფლობს ისეთ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც საპატრიარქოს არ აწყობს, ეს არის როგორც ფინანსურ, ასევე ზნეობრივ-მორალურ დარღვევებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით მე განვაცხადე, რომ შეიკრიბოს წმინდა სინოდი და დამიბარონ, თუ არ დამიბარებენ, მეორე დღეს ყველაფერი საჯარო გახდება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინფორმაციის გამო ზის ჩემი ძმა ციხეში, მე არ ვაპირებ გაჩერებას, მაგრამ კიდევ ერთ შანსს მივცემ, დაველოდები წმინდა სინოდის შეკრებას, სინოდის თითოეულმა წვერა იცის, თუ რა ინფორმაციას ფლობს ჩემი ძმა, არაერთი ეპისკოპოსი იყო ჩემს ძმასთან შესული და გაოგნებულები გამოვიდნენ. მეუფე გრიგოლი როდესაც შესული იყო ჩემს ძმასთან და ჟურნალისტებმა კითხეს თუ რაზე ისაუბრენ, მან უპასუხა- თქვენ ახლა იმის თქმას მთხოვთ, რაც ნეტა მეც არ გემეგონაო”,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

კითხვაზე, თუ რა იგულისხმება საპატრიარქოს მხარდაჭერაში, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე საპატრიარქოს მხრიდან სახელმწიფოს დახმარებას გულისხმობდა.

“საპატრიაქრომ შესთავაზა 2020 წლის არჩევნებზე სრული მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს, რაზეც ის დათანხმდა და პარალიზებული ადამიანი ციხეში დატოვა”, – განაცხადა დეკანოზის ძმამ.

ასევე, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საპატრიარქო ცდილობს გადადოს წმინდა სინოდის ჩატარება და ის, რომ ამ დრომდე არ ჩატარებულა შეკრება, უკვე დარღვევაა.

“საპატრიარქო ცდილობს, რომ წმინდა სინოდი არ ჩაატარონ, უკვე ოქტომბერი არის და წელს საერთოდ არ ჩატარებულა სინოდი, რაც ძალიან დიდი დარღვევაა და რაც მიანიშნებს, რომ საპატრიარქო შეშინებულია.. დღესაც მეუფე პეტრეს უპირისპირდებიან. რომ გავიხსენოთ ჯაღმაიძის შემთხვევა, მიანიშნებს იმას, რომ შეშინებულები არიან და არ ატარებენ სინოდს, მამა ანდრია ჯაღმაიძე გამოდის და ამბობს – რა აქვთ სათქმელიო, თუ არ ეშინიათ, დამიბარონ, ნახევარი საათით მაინც და ამის შემდეგ გასაჯაროვდება ყველაფერი”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები