გლდანში არასრულწლოვანი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გამვლელმა 15 წლის მოზარდი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უცნობია, თუ რა გახდა დანაშაულის მიზეზი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები