თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონს. კერძოდ, დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და სტუდქალაქის ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება დები იშხნელების, იოსებიძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და 26 მაისის მოედნის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამასი არაგველის, არბოშიკის, ორთაჭალჰესის, შავსოფლის, იალბუზის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მოკრორაიონის, ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ვეძინის, რიწის, ყიფიანის, ცხემის, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, არსენას, ზაალ ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები