მთავრობის ადმინისტრაცია: გრიგოლ ლილუაშვილი სრულად აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს

“საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ 35 წლის, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის სულ ცოტა ორი წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

„ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სრულად აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მათ შორის სამუშაო სტაჟის ნაწილში.
კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდა, გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა თანამდებობებს კანონით სამართალდამცავი სტატუსის მქონე სახელმწიფო ორგანოებში (საბაჟო ორგანოები).
​შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები