გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტსა და კათალიკოსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა სრულიად სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ.

მთავრობის მეთაურმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები