ანა დოლიძე კობახიძეს “ოქტომბრელის” გულსაბნევს გადასცემს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს “ოქტომბრელის” გულსაბნევს ჩუქნის, რადგან, როგორც დოლიძე “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, 2020 წლის ოქტომბერში “ქართული ოცნება” დატოვებს ქართულ პოლიტიკას.

ასევე დოლიძე მადლობას უხდის “ოცნების” გუნდს, რომ “ნაფტალინიდან ამოიღო” ირაკლი კობახიძე.

​”ქართულ ოცნებას” დიდი მადლობა უნდა ვუთხრა, რომ “ნაფტალინიდან” ამოიღო ირაკლი კობახიძე გავრილოვის ღამის შემდეგ. “ოცნება” თავის საქმეს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს, რომ ეს ადამიანი ჰყავს სპიკერად, მე კობახიძეს საჩუქარი შევურჩიე, მოგეხსენებათ, რომ მე მათ ვეძახი “ოქტომბრელებს” და ეს არის “ოქტომბრელების” ნიშანი. გპირდებით, რომ სწორედ ირაკლი კობახიძეს და “ოქტომბრელების” გუნდს, ანუ “ქართულ ოცნებას”, მე პირადად გადავცემ ამ ნიშანს, რომ სიამაყით ატარონ, როდესაც ისინი სამუდამოდ დატოვებენ ქართულ პოლიტიკას 2020 წლის ოქტომბერში”, – აცხადებს ანა დოლიძე.

დოლიძე ამ განცხადებით გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ თუ დოლიძე პარტიას შექმნის, ის საპარლამენტო არჩევნებში ბუნებრივ ბარიერსაც ვერ გადალახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები