სალომე ზურაბიშვილი: საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ტაიფუნ “ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის “ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

“ვუსამძიმრებ ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას ამ მძიმე დროს და იმედი აქვს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანა სწრაფად შეძლებს აღდგენას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ტაიფუნ “ჰაგიბისის“ შედეგად იაპონიაში 70 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები