“შუშის სასახლესთან” დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით ხელში არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მრავალჯერ გააპროტესტებენ “სისტემის მიერ დაჩაგრული ადამიანების თემებს”.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ დეკანოზის დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა, ის დღეს რთულ მდგომარეობაში იმყოფება და არ აძლევენ საშუალებას, რომ იმკურნალოს.

როგორც გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ აქციის დაანონსებისას თქვა, “ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეიკრიბენ, რადგან დეკანოზის განადგურების იდეას სწორედ აქ დაედო სათავე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები