არჩილ თალაკვაძე: მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აიღებს, პარტიები იმდენ მანდატს მიიღებენ, რა გადაწყვეტილებასაც ამომრჩეველი მიიღებს

მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აიღებს, პარტიები იმდენ მანდატს მიიღებენ, რა გადაწყვეტილებასაც ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოალიციის შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
“ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც რეფორმები გაატარა და, რომელმაც პირველმა დააანონსა, რომ პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში შეიცვალოს კიდევ უფრო დემოკრატიულისკენ. შესაბამისად, თუ ვინმეს ეს ცვლილება სურდა, ეს არის “ქართული ოცნება“. ჩვენ უფრო ევროპული, უფრო საქმიანი პოლიტიკა შევთავაზეთ საზოგადოებას. 2020 წლის შემდეგ ეს ასეც იქნება. ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაატარა ეს რეფორმები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. პოლიტიკური პარტიები მოიღებენ იმდენ მანდატს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენ ვენდობით გადაწყვეტილებას, რომელსაც 2020 წელს მოქალაქეები მიიღებენ არჩევნების დროს“, – განმარტა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები