დავით ჭიჭინაძე: არ მგონია, „ნაცმოძრაობის“ და მისი განაყოფების გადასაწყვეტი იყოს ამ ქვეყნის მომავალი ან ის, ვის დაიჭერენ და ვის – არა

„ქართულ ოცნებას“ მიზანი თუ ის აქვს, რომ 2020 წლისთვის ქვეყანას დაცლიან ან საერთოდ ყველას გაგვიშვებენ და მარტო დარჩებიან, მაშინ 45 კი არა, 100 პროცენტზეც შეიძლება ავიდნენ”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სამართლიანობა კონკრეტული ადამიანების მიმართ კი არა, ქვეყნის წინაშე უნდა აღდგეს.
“სხვა შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი ტემპით თუ გააგრძელა მოღვაწეობა და ასეთი საუბრები, ერთი წლის შემდეგ მათ არათუ კოალიციის შემქმნელად, კოალიციის დანამატადაც კი აღარავინ განიხილავს.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფებს, არა მგონია, რომ მათი გადასაწყვეტი იყოს ამ ქვეყანაში მომავალი ან ის, ვის დაიჭერენ და ვის – არა.

“ლელოც” გამოდის რაღაც მსგავსი ინიციატივით, „რევანში არ გვინდაო.“
და ეს ქვეყანა რომ გაიძარცვა, ხალხი რომ მოტყუებულია ამდენი წლის განმავლობაში, მაშინ ამ ყველაფერზე ვინ აგებს პასუხს?!
პირადად მე, წინააღმდეგი ვარ ყველაფრის პატიების, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, სადაც არის სამართლიანობა. ყოველ დღე ვაწყდები იმ უსამართლობას, რომელსაც სჩადიოდა სახელმწიფო მანქანა და ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ამ მანქანას.
2012 წელში ვამბობდით, რომ აღდგებოდა სამართლიანობა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ უნდა აღდგეს სამართალი, ზოგადად, ქვეყნის წინაშე უნდა აღდგეს სამართლიანობა”,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები