რომან კაკულია: სამწუხაროდ იმის მზაობას ვერ ვხედავ, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას

ეს ქვეყანა უნდა შეიცვალოს, მაგრამ სამწუხაროდ იმის მზაობას ვერ ვხედავ, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საუბრის დროს განუცხადა.
“რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, ირაკლი კობახიძე საზოგადოების დამოკიდებულებას გულისხმობდა წარსულიდან გამომდინარე. სამომავლო თანამშრომლობა როგორი იქნება, ამაზე საუბარი ნაადრევია. ისეთი სახის ცვლილებებია დაგეგმილი „ქართულ ოცნებაში“ და შეიძლება, ამაზე ბევრი არ ვისაუბრო, მაგრამ მეორე მხრივ, ვუყურებ, როგორ მოძრაობს ოპოზიცია. მგონია, რომ ისევ უმრავლესობაში მოვალთ. ეს ქვეყანაში უნდა შეიცვალოს, მაგრამ სამწუხაროდ, იმის მზაობას ვერ ვხედავ, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას“, – აღნიშნა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები