დავით უსუფაშვილი: თუ “ოცნება” უმრავლესობაში ვერ იქნება, ე.ი. სხვები ვიქნებით უმრავლესობაში

თუ “ოცნება” უმრავლესობაში ვერ იქნება, ე.ი. სხვები ვიქნებით უმრავლესობაში,- ასე გამოეხმაურა “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ 2020 წელს მმართველმა გუნდმა ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა მაღალი იქნება.

“ქართულმა ოცნებამ” თუ 45% ვერ მიიღო, რასაც ვერ მიიღებს, ის ხმები აორთქლდება? თუ ვიღაცა სხვა მიიღებს. თუ “ოცნება” ვერ იქნება უმრავლესობაში, ე.ი. სხვები ვიქნებით უმრავლესობაში. ანუ რას ამბობს, 45% ჩვენო, 10% ყველა დანარჩენს – “შენებას”, “ლელოს”, ყველას ერთად და 45% სააკაშვილს და “პატრიოტებსო”. ანუ, ამ ხიფათის და საფრთხის წარმოჩენის მცდელობაა, ქართველი ხალხის დაშანტაჟების მცდელობაა, რომ მოგვეცით ხმა, თორემ ან სააკაშვილი მობრუნდება ან ქაოსი დაისადგურებს ქვეყანაში”, – განმარტა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები