თსუ-ს აპლიკაციის მობაილ ვერსია თსუ-ს არ ეკუთვნის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს აფრთხილებს, რომ არ გამოიყენონ LMS.TSU.GE-ს მობაილ აპლიკაცია, რადგან ის არალეგალურია და არ ეკუთვნის უნივერსიტეტს.

LMS.TSU.GE თსუ-ს სტუდენტებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც შეიცავს პირად ინფორმაციას სტუდენტების შესახებ და სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

“სტუდენტთა საყურადღებოდ

გატყობინებთ, რომ აღმოჩენილია LMS.TSU.GE-ს არალეგალური მობაილ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია Google Play-სა და App Story-ზე.

აღნიშნული აპლიკაცია არ ეკუთვნის უნივერისტეტს.
გთხოვთ, არ გადმოტვირთოთ აპლიკაცია მობილურ ტელეფონში და არ შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუშაობს აღნიშნული საკითხის გარკვევაზე”- წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები