ქალაქ ნურსულთანში აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის (BNSR) პლენარული შეხვედრა გაიმართა

ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნურსულთანში, აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის – BNSR ყოველწლიური პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, საფრანგეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და აშშ-ის ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს პლენარული სხდომის ძირითადი თემა “ერთიანი ჯანმრთელობის” კონცეფციის ფარგლებში, გადამდები დაავადებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე მზადყოფნის და რეაგირების საკითხები იყო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე ლაბორატორიისა და სხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა, უცხოელ კოლეგებსა და სხვდასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოში ამ კუთხით არსებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა თავმჯდომარეობის გადაცემის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, შემდგომი ერთი წლის ვადით, საქართველომ BNSR-ის მართვის პასუხისმგებლობა ყაზახეთის რესპუბლიკას გადასცა.

ღონისძიება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ, აშშ-ის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები