“აგრომოტორსი“-ს ხელმძღვანელი ესპანეთში ‘’JOHN DEERE“ -ს მსოფლიო დილერების ფორუმს დაესწრო

ქართული კომპანია “აგრომოტორსი’’-ს ხელმძღვანელი აკაკი გოგსაძე ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო დარგში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი კომპანიის ‘’JOHN DEERE “-ს საერთაშორისო დილერთა ფორუმს დაესწრო.

აღნიშნული ფორუმი 5 წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც ახალ ტექნოლოგიების პრეზენტაცია იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ დილერებს ტექნიკის შესახებ დეტალურად აწვდიან ინფორმაციას.

წლევანდელ ფორუმზე ‘’JOHN DEERE “-იმ მომავლის სრულიად დამოუკიდებელი ტრაქტორები წარადგინა, რომელსაც სამართავად ოპერატორი არ ჰყავს და სრულიად დამოუკიდებლად შეძლებს სამუშაო პროცესის განხორციელებას.
აკაკი გოგსაძის განცხადებით, აღნიშნულ მოდელებს “აგრომოტორსი” ქართულ ბაზარს მალე შესთავაზებს, მათ შორის 3 B ტრაქტორს ქარხნული კაბინით.

“აგრომოტორსი“ ქართველ ფერმერებს, მშენებლებს, მეღვინეებს და მეწარმეებს რამდენიმე წელია უმაღლესი ხარისხის სასოფლო- სამეურნეო ტექნიკას აწვდის და ფართო პროდუქტის არჩევანის საშუალებას სთავაზობს, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების შეძენა.

კომპანიის მიზანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ხელი შეუწყოს ფერმერების მომგებიანი საქმიანობისთვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციით მომარაგებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები