ტრამპი ქურთების ლიდერს დაუკავშირდა და სთხოვა, „ისლამური სახელმწიფოს” წევრები ციხიდან არ გაათავისუფლონ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა, ამის შემდეგ ამერიკის პირველმა პირმა ქურთების ლიდერს ფარჰად აბდი შაჰინს დაურეკა.

ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა გაავრცელა, წერს თურქული მედია.

სენატორის თქმით, ორივე სატელეფონო საუბრის დროს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტთან იმყოფებოდა.

სენატორის თქმით, ტრამპმა ანკარას მოუწოდა „სირიის ჩრდილოეთით არმიის შეტევა და ცეცხლი შეაჩეროს“.

გრემის თქმით, ქურთთა წარმომადგენელთან საუბრისას, ტრამპმა რიგი მესიჯი გააჟღერა.

პრეზიდენტის თქმით, ერდოღანთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აშშ სირიაში თურქეთის ოპერაციას მხარს არ უჭერს, რომ ოპერაცია რეგიონში ვითარებას დაძაბავს და იმ წარმატებას უქმნის საფრთხეს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში იქნა მიღწეული, ასევე ის, რომ სამხედრო ოპერაცია, საბოლოო ჯამში, ირანის ინტერესებს პასუხობს.

ტრამპმა ქურთთა წარმომადგენელს უთხრა, რომ ყველაფერს აკეთებს სამხედრო ოპერაციისთვის ხელის შეშლისთვის, ასევე მან სთხოვა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ციხიდან არ გაათავისუფლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები