ბოკერია კობახიძეზე: მაგრად მიქარა პოლიტიკურად დაგვიანებით რომ გადადგა, მაგრამ არ არის საჭირო პოლიტიკურად წაქცეულ ადამიანზე სიარული

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესეც ისაუბრა.

მისი თქმით, კობახიძე დაგვიანებით გადადგა, თუმცა კრიტიკა მის მიმართ, როგორც გადამდგარ დეპუტატზე, სწორი არ არის.

მიუხედავად ამისა, ბოკერია კობახიძეს მაინც აკრიტიკებს იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც ისხდნენ იმ სკამზე, რომელიც რუსმა დეპუტატმა გავრილოვმა დაიკავა პარლამენტში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გახსნის დღეს.

ბოკერიას თქმით, კობახიძე მტერს და ოპოზიციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს.

“ეს კაცი გადადგა დაგვიანებით, მაგრად მიქარა პოლიტიკურად, რომ დაგვიანებით გადადგა, მაგრამ აღარ არის საჭირო პოლიტიკურად წაქცეულ ადამიანზე სიარული, მე არც გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ, არც “ევროპულ საქართველოს”, მაგრამ ახლა ტელევიზორში ვუსმენდი და რა ფრაზა თქვა იცით? ჩემთვის გავრილოვი, სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია ერთი და იგივეაო, ყველანი ისხდნენ იმ სავარძელშიო, მეგობრებო, მტერს და ოპონენტს ვერ არჩევთ ერთმანეთისგან? თუ ის მტრად არ მიგაჩნიათ ? გავრილოვი არ მიგაჩნიათ მტრად?” – აცხადებს გიგა ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები