თამარ ჩუგოშვილი: ფემიციდის თითოეული შემთხვევა არის უმძიმესი ტრაგედია

ფემიციდის თითოეული შემთხვევა არის უმძიმესი ტრაგედია და ყველას მეტი მოგვეთხოვება იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს მაქსიმალურად, – ასე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, გასულ კვირას მომხდარ ფემიციდის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიების შედეგად გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა შემცირებულია, მაქსიმალურად უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევის პრევენცია.

“მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიებების წყალობით, რომელსაც პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთობლივად ატარებენ, გენდერული ძალადობის მაჩვენებლები და სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე არის ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე ოდესმე და ასეთი დანაშაულების და ასეთი ტრაგიკული აღსასრულის მაჩვენებლები რაოდენობრივად შემცირებულია, თითოეული შემთხვევა არის უმძიმესი ტრაგედია და ყველას მეტი მოგვეთხოვება იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს მაქსიმალურად”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები