„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: უახლოეს პერიოდში თამბაქოზე თავის დანებების საშუალებები ხელმისაწვდომი იქნება

უახლოეს პერიოდში თამბაქოზე თავის დანებების საშუალებები ძალიან ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტები გადასახადებისგან გათავისუფლდება, რაც მათზე ფასის კლებას გამოიწვევს.

„თამბაქოზე თავის დანებების საშუალებები იბეგრება როგორც დღგ-თი, ასევე იმპორტის გადასახადით, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ჩვენი ინიციატვივა იყო, მივმართეთ პარლამეტს, რომ გაეუქმებინა გადასახადი, თამბაქოზე თავის დანებების ყველა სახის საშუალებაზე. ამის ინიცირება მოხდა. დაიწყო პირველი მოსმენები და ამ თვის ბოლომდე ეს საკითხიც უნდა მოგვარდეს. შესაბამისად, ყველა ეს პროდუქტი გათავისუფლდება დღგ-სგან. უახლოეს პერიოდში თამბაქოზე თავის დანებების საშუალებები ძალიან ხელმისაწვდომი იქნება. სავარაუდოდ, 40 %- ით გაიაფდება ეს პროდუქტები. მეორე მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ და ჯანდაცვის ახალ მინისტრს მივმართავთ არის ის, რომ სოციალურად დაუცველი, ქრონიკულად მოავადე მწეველებისთვის ეს საშუალებები უფასო გახდეს. პარლამენტი საქმის კურსშია, მხარს გვიჭერს“, – განაცხადა ბახტურიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები