თამარ ჩუგოშვილი: საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პარლამენტში მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის კულტურა დამკვიდრდეს

ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, საშემოდგომო სესიის განმავლობაში თუ რა ფორმით აპირებს საქართველოს პარლამენტი ზედამხედველობის განხორციელებას, რომელიც თავისთავად სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ პარლამენტში მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის კულტურა დამკვიდრდეს”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტს სათანადო ყურადღება არ მიუქცევია საპარლამენტო კონტროლისთვის, საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი საქმეების გარშემო პოლიტიკური დებატებისთვის დროის დათმობისთვის და მთავრობის წევრების პარლამენტში მოყვანისთვის. მისივე თქმით, წელს ამ კუთხით სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა და პარლამენტის საქმიანობა ამ მიმართულებით თვისობრივად არის შეცვლილი.

თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების სტატისტიკაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს საქმიანობები, ყველა პარლამენტის წევრის მხრიდან პროფესიონალურად, საქმიანად და კონსტრუქციულად განხორციელდება.

“პლენარულ სესიაზე 5 მინისტრის მოსმენა არის დაგეგმილი წლის განმავლობაში. წინ გველოდება ინტერპელაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი მექანიზმი კონკრეტული აქტუალური საკითხების განსახილველად. გველოდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტების და საბჭოების მიერ თემატური მოკვლევების ფორმატში მუშაობა. 3 თემატური მოკვლევა არის უკვე დასრულებული, 7 მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ასევე არის დაგეგმილი დამატებით 7 თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა. 17-ვე საკითხი არის ერთმანეთისგან განსხვავებული, დამოუკიდებელი და უზრუნველყოფს სხვადასხვა აქტუალურ საკითხში პარლამენტის მიერ სიღრმისეულ კვლევას და ინფორმაციის მოგროვებას იმისთვის, რომ სწორი პოლიტიკა დავგეგმოთ და სწორი რეკომენდაციები მივცეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას და შემდგომ ვაკონტროლოთ რეკომენდაციების შესრულება. ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში ახალი მექანიზმის ფარგლებში 16 ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი ამოწმებს იმას, თუ როგორ სრულდება მის მიერ მიღებული კანონები, რაც ასევე სრულიად ახალი მოვლენაა ჩვენს საქმიანობაში და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ჩვენ წინ გველის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება და წინა წლის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, რაც მნიშნელოვანი რამ არის საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები