ირაკლი აბუსერიძე: ყველანაირად ვცდილობთ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ირაკლი აბუსერიძისა და საკრებულოს დეპუტატის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით, ვაზისუბანში მინიფეხბურთის ტურნირი ჩატარდა.

შეკრებილ საზოგადოებას ირაკლი აბუსერიძემ სიტყვით მიმართა და ყურადღება მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე გაამახვილა.

“სპორტი და ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი პირობაა. დღევანდელი ღონისძიება, რომელიც საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან ერთად დავგეგმეთ, მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა. მიხარია, რომ ამ ინიციატივას ახალგაზრდები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეუერთდნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს და წარმატებები ვუსურვო მათ.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და შესაბამისი გარემო შევუქმნათ მოქალაქეებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში. მასობრივ-გამაჯანსაღებელი სპორტული ღონისძიებები ჩვენს რაიონში ხშირად ტარდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება,“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ფინალში გამარჯვება გუნდმა “ვაზისუბანი II”-მა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი დეპუტატებმა სიგელითა და ფულადი პრიზით დააჯილდოვეს.

ირაკლი აბუსერიძემ აღნიშნა, რომ ანალოგიური სპორტული აქტივობები რაიონში ხშირად ტარდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები