ეკა ბესელია: კობახიძის მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ არჩევნების დროს ივანიშვილს ზურაბიშვილისთვის გამარჯვება მიალოცინა

დამოუკიდებელმა დეპუტატი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ 2020 წელს მმართველმა გუნდმა ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს.

ბესელიას შეფასებით, კობახიძე მათემატიკაში სუსტია, მან საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილიც შეცდომაში შეიყვანა და სალომე ზურაბიშვილისთვის გამარჯვება მიალოცინა.

„კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა. მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც შეცდომაში შეიყვანა და ზურაბიშვილისთვის გამარჯვება მიალოცინა. ეს მისი სტატისტიკის წყალობით მოხდა. იქ ვიყავი, როცა ამტკიცებდა, რომ არჩევნები პირველ ტურში იყო დასრულებული. მისი სტატისტიკის არ მჯერა, მის გზავნილებში ბევრი სიცრუის გარდა, ვერაფერი ამოვიკითხეთ. ეს იყო ღია აღიარება, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლეს მანდატს ვერ მოიპოვებს და ეძებს რა იქნება საუკეთესო ფორმულა, რომ გადაარჩინოს ხელისუფლება და დარჩეს. ამისკენ არის მიმართული ყველაფერი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები