პოლონეთის მმართველი პარტია არჩევნებზე ლიდერობს

პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკის მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ ხმათა 49,3% მიიღო, ამის შესახებ ცნობილი ხდება 42,22% ოქმების დათვლის შემდეგ.

ქვეყნის ცესკოს მონაცემით, ოპოზიურ ძალათა „სამოქალაქო კოალიციამ“ 22,27% მოიპოვა.

„დემოკრატიულ მემარცხენეთა კავშირმა“ 10,88 მიიღო, „პოლონეთის გლეხთა პარტიამ“ კი – 9,75%; „კონფედერაციამ“ – 6,62% მოიპოვა.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 13 ოქტომბერს ჩატარდა.

მოსახლეობამ სეიმის (ქვედა პალატა) 460 დეპუტატი, ხოლო სენატის (ზედა პალატა) 100 წევრი აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები