ლევან მახაშვილი: ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა
“ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ.
„მოლდოვისგან გასაკვირი არაფერი არ არის, ბოლო წლები ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა. ეს ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არის მიუღებელი მსგავსი ხისტი გადაწყვეტილებები, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც საზოგადოების ინტერესი არის მაღალი და ყველა მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ მაყურებლამდე მიიტანოს ეს ამბები“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს“ , „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.