დავით ქართველიშვილი: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს, მათ შორის საქართველოში, ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას

„სანამ ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში ოცნებობს საქართველოში „რეჟიმის შეცვლაზე”, ამზადებს სანქციების პაკეტებს, იმუქრება „იზოლაციით”, სავიზო რეჟიმის შემოღებით და მაღალი ევროტრიბუნებიდან თბილისს ასწავლის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას „სწორად” – თავად ევროპა, “დომინოს” პრინციპით პოლიტიკური “სტაბილურობის” მართლაც უნიკალურ მაგალითებს გვიჩვენებს,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, თბილისი მშვიდად აკვირდება, როგორ ტოვებენ „დემოკრატიის მასწავლებლები” საკუთარ კაბინეტებს ვადამდე.

„სანამ ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში ოცნებობს საქართველოში „რეჟიმის შეცვლაზე”, ამზადებს სანქციების პაკეტებს, იმუქრება „იზოლაციით”, სავიზო რეჟიმის შემოღებით და მაღალი ევროტრიბუნებიდან თბილისს ასწავლის, თუ როგორ უნდა ეცხოვრა მას „სწორად” – თავად ევროპა, “დომინოს” პრინციპით პოლიტიკური “სტაბილურობის” მართლაც უნიკალურ მაგალითებს გვიჩვენებს. ერთმანეთის მიყოლებით ინგრევა კოალიციები, პრემიერ-მინისტრები ვადამდე ტოვებენ თანამდებობებს, ხოლო მთავრობები იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ მორიგი რეზოლუციის შეთანხმებას ასწრებენ.

ახლა ამ ტალღამ ლატვიამდეც მიაღწია – პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ ოფიციალურად განაცხადა გადადგომის შესახებ, კოალიციური კრიზისსა და შიდა პოლიტიკური რღვევის ფონზე. ამაში განსაკუთრებული სარკაზმი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს „დემოკრატიის დაცვისა” და „ევროპული ღირებულებების” სახელით. ლატვიაში ხელისუფლების კრიზისი უსაფრთხოების სისტემის ჩავარდნებით, დრონებთან დაკავშირებული სკანდალებითა და კოალიციის შიგნით სრული უნდობლობის ფონზე დაიწყო. თავდაცვის მინისტრი გადადგა, სამთავრობო პარტნიორებმა საჯაროდ დაიწყეს ეჭვის შეტანა პრემიერის მართვის ქმედუნარიანობაში, შემდეგ კი მთლიანად ხელისუფლების კონსტრუქცია ჩამოიშალა. და სწორედ ეს პოლიტიკური ელიტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოსთვის „სწორი მმართველობის” გაკვეთილების ჩატარებას.

კიდევ უფრო საინტერესოა ბრიტანეთის ფონი, სადაც კირ სტარმერის მთავრობა უკვე აწყდება რეიტინგების მკვეთრ ვარდნას, შიდა განხეთქილებასა და საზოგადოების მზარდ უკმაყოფილებას – მიგრაციული, ეკონომიკური და იდეოლოგიური პოლიტიკის გამო. მთელ ევროპაში ერთი და იგივე პროცესი მიმდინარეობს: ლიბერალური მთავრობები, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური ზეწოლის ექსპორტს (მათ შორის საქართველოზეც), ახლა საკუთარ ქვეყნებში იწყებენ ჩაძირვას. და რაც უფრო ხმამაღლა ისმოდა მუქარები თბილისის მიმართ, მით უფრო სწრაფად ინგრეოდა მათი საკუთარი პოლიტიკური მდგრადობა.

ამ ფონზე საქართველო თითქმის პარადოქსულად გამოიყურება. ქვეყანა, რომელსაც წლების განმავლობაში უწინასწარმეტყველებდნენ შიდა აფეთქებას, სანქციურ კოლაფსსა და საერთაშორისო იზოლაციას, ინარჩუნებს მართვადობას, ეკონომიკურ ზრდას, სატრანზიტო ფუნქციასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. დღეს ევროპული მთავრობების დიდი ნაწილი, უკვე იმაზე კი აღარ ფიქრობს, როგორ „დასაჯოს” საქართველო, არამედ – როგორ გადაიტანოს საკუთარი პოლიტიკური რღვევების სეზონი. ამ ყველაფრის ფონზე კი თბილისი მშვიდად აკვირდება, როგორ ტოვებენ მორიგი „დემოკრატიის მასწავლებლები” საკუთარ კაბინეტებს ვადამდე,” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები