ეკა ბესელია: ალეკო ელისაშვილს ჩემი მისამართით გაჟღერებული ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალა

სასამართლო იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტს ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

“რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ცილისმწამებლური კამპანია ჩემი და მანანა კობახიძის წინააღმდეგ. რომლის შემდეგ მე სარჩელი შევიტანე სასამართლოში ელისაშვილის და ჟურნალისტ კილაძის წინააღმდეგ. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა სასამართლოს, რომ სამივე ინსტანცია დასრულებულიყო და სამივე ინსტანციის სასამართლო იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ცილისწამების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტს. მას დაეკისრა, რომ “რუსთავი 2″- ის ეთერში უნდა მოხდეს საჯარო უარყოფა იმ ცილისმწამებლური ფრაზების, რასაც იგი ავრცელებდა ჩემს წინააღმდეგ”, – განმარტა ბესელიამ.

სამართლებრივი დავა “სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ეკა ბესელიამ “რუსთავი2“-ის გადაცემა “არჩევანში“ 2015 წლის 22 დეკემბერს გამოთქმული ბრალდების პასუხად დაიწყო. ალეკო ელისაშვილმა, ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ეკა ბესელია და პარლამენტის მაშინდელი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პატიმრების გაშვებით ვაჭრობდნენ და ფულს იღებდნენ.

ალეკო ელისაშვილმა “არჩევანში“ აღნიშნა ისიც, რომ 2013-2014 წლებში, მაშინ, როდესაც იგი პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, ეკა ბესელია მასზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა პრეზიდენტთან კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე დადებითი რეკომენდაციები შესულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები