სულხან სალაძე: სასამართლოს მხრიდან პატიმრობის შეფარდების სტატისტიკა გაზრდილია

მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც ამ ანგარიშს წინა ანგარიშებისგან გამოარჩევს პატიმრობის შეფარდების გაზრდილი სტატისტიკაა, – ამის შესახებ საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.

“მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც ამ ანგარიშს წინა ანგარიშებისგან გამოარჩევს არის პატიმრობის შეფარდების გაზრდილი სტატისტიკა, როგორც მოთხოვნა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის გამოყენების თაობაზე ამ სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთაც ის აკმაყოფილებდა. სასამართლო სხდომების დაგვიანებით დაწყებას აქვს ადგილი. ასევე ვხედავთ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც პატიმრობის გადასინჯვის დროს სასამართლო უმრავლეს შემთხვევაში აგრძელებს პატიმრობას,” – განმარტა სალაძემ.

საია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-13 ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

ამჯერად საია საზოგადოებას 2018 წლის მარტის თვიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში 2700-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგებს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები