ივანე მაჭავარიანი: აჭარის რეგიონში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება

აჭარის რეგიონში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, დღეს, სასტუმრო “ბილტმორში” საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამები უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და წყალმომარაგების სისტემის, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენეროუსაფრთხოების გაზრდას უზრუნველყოფს.

“KfW-ს მხარდაჭერით, 60 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიიმართება ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ხოლო დამატებით 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით გათვალისწინებულია ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციისთვის”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 6-7 ნოემბერს, დაგეგმილია სამთავრობო კონსულტაციები, რომელზეც განიხილება გერმანიისა და საქართველოს შორის როგორც მიმდინარე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები