სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნა

მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა და პარლამენტს გადაუგზავნა.

ის ამჟამად სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზეა.

სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი- ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა, ის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები