შოთა გულბანი: მეოთხე ადგილი თავის პროგრამა მინიმუმს მაინც შეასრულებს და ჩვენს ქვეყანას გააცნობს საერთაშორისო ინვესტორებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი წერს, რომ მსოფლიო ბანკის მორიგი კვლევის შედეგი თავის მინიმუმს მაინც შეასრულებს და ჩვენს ქვეყანას გააცნობს საერთაშორისო ინვესტორებს.

“წარმოვიდგინოთ სიტუაცია, კაი ფულიანი ინვესტორი ეძებს ქვეყანას ფულის დასაბანდებლად. გადაქექა გავლენიანი ორგანიზაციების კვლევები და ერთ-ერთში აღმოაჩინა, რომ სახელისუფლებო კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო არც მეტი არც ნაკლები გერმანიის, ესტონეთის, ავსტრალიისა და ჰონგ კონგის შემდეგ მოდის და ამ შედეგით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ფაქტია. ამის შემდეგ ნებისმიერი ინვესტორი, საქართველოს შესახებ საერთოდ არაფერი რომ არ სმენოდა აქამდე, სულ მინიმუმ დაინტერესდება ქვეყნით და მეტ ინფორმაციას მოიძიებს, ნიადაგს მოამზადებს საქმის დასაწყებად, ყოველ შემთხვევაში ის მეოთხე ადგილი თავის პროგრამა მინიმუმს მაინც შეასრულებს და ჩვენს ქვეყანას გააცნობს საერთაშორისო ინვესტორებს. ხოლო კორუფციისგან თავისუფლება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და ქვეყნის რეპუტაციულ ინტერესებს გამოხატავს. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ მსგავსი რეიტინგები არაფრის მომტანია, თუმცა რეალურად ის თავის საქმეს აკეთებს და მსოფლიოს უკეთესად აცნობს ჩვენს ქვეყანას”,- წერს ფეისბუქ გვერდზე შოთა გულბანი.

“მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევის მიხედვით, საქართველო სახელისუფლებო კორუფციისაგან თავისუფლებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები