ანრი ოხანაშვილი: ვანო ზარდიაშვილმა პირადად მიიღო ეს ღირსეული გადაწყვეტილება

ვფიქრობ, ეს არის ღირსეული ადამიანის გადაწყვეტილება და ასეთ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, – ასე გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი.

„თუ შეიძლება, ეს გახდეს უსაფუძვლო და უსამართლო ტალახის სროლის მიზეზი და ამით შეიძლება, რამე ფორმით მოხდეს ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც აისახება ოჯახზე დ ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, თანამდებობა დატოვოს, რადგან მისთვის მთავარი არ არის პოზიცია და ანაზღაურება. ვფიქრობ, ეს არის ღირსეული ადამიანის გადაწყვეტილება და ასეთ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ეს ვანო ზარდიაშვილის არჩევანია, მისი პირადი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მან პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით, შეათანხმა. მან პირადად მიიღო ეს ღირსეული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ეკა ბესელია მისთვის არცერთ სფეროში კონკურენტი არ არის.

“ეკა ბესელია კონკურენტად არ მიმაჩნია. ვხვდები, რისკენ არის მიმართული მისი მუდმივი აქტუალიზაცია, თუმცა, ჩემთვის ეს ადამიანი არც ერთ სფეროში არ არის კონკურენტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში დეპუტატის მანდატი დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები