ეკა ბესელია: სასამართლოს კლანის დასამარცხებლად დეპუტატის მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს,რომ სასამართლოს კლანის დამარცხების მიზნით დეპუტატის მანდატის ბოლომდე გამოიყენებს.

„საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა სურვილებს მოაყოლებს ამ გადაწყვეტილებას – ზარდიაშვილის პარლამენტიდან გადამალვას და გაშვებას. არ მაინტერესებს, რადგან თუ ვინმეს ჩემი მანდატი ანერვიულებს და ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც ანერვიულებთ, მინდა მათ ვუთხრა, რომ განსხვავებით 2009 წლისა, როდესაც მანდატი საჯაროდ დავჭერი და პარლამენტში არ შევედი, ამ მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს. მარტო ზარდიაშვილი კი არა, როგორც მათი ლაქია და დავალებების შემსრულებელი, არამედ ეს კლანი დამარცხდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„2020 წლის არჩევნებში რომ არ ვაპირებდი მონაწილეობას ეს ერთი წლით ადრე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს. 2020 წლის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, რომ ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვალოს რეალობა და ჩემ დარჩენილ ძალას და ენერგიას მოვახმარ იმას, რომ ამ ქვეყანაში იყოს ადამიანებისთვის ცხოვრების უკეთესი გარემო“, – განმარტა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები