სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება-ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის მაქსიმალურად მხარს დაუჭერს და წაახალისებს სამხედრო მრეწველობას საქართველოში, რადგან ეს ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ ისაუბრა.

მისივე თქმით, დაიწყება ვაზნების წარმოება საქართველოში.

„ამაზე მუშაობა დაწყებულია. მოგეხსენებათ, არსებობს კომპანია დელტა, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, მაგრამ მე მინდა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადო და პირადად ჩემგან მათ ექნებათ წახალისება, რომ ადგილობრივი წარმოების ვაზნების წარმოება დავიწყოთ საქართველოში.
ვაზნებზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მილიონები გადის ყოველწლიურად, დაახლოებით 15-20 მილიონი. ეს არის ერთი სიკეთე, რომელიც შეიძლება მოხდეს ამ ქარხნის გაკეთების შემდეგ, ხოლო მეორე, გაცილებით უფრო დიდი, შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება გამოიყენონ ჩვენმა ჯარისკაცებმა ვარჯიშებისთვის, წვრთნებისთვის და ა.შ.“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები