საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი წვრთნები ბაქოში დღეს დასრულდება

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის სამინისტროთა სპეციალური დანიშნულების ძალების ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლება „კავკასიის არწივი -2019“-ის მონაწილეებმა პირობითი მოწინააღმდეგის ზურგში შეღწევის და საცეცხლე პოზიციების დაკავების ამოცანა წარმატებით შეასრულეს.

სამხედრო სწავლება „კავკასიის არწივი – 2019“ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. სწავლებაში, დამკვირვებლის ეგიდით, პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები