ვოლსკი სააკაშვილზე: ან არის “კასანდრა” და განგებ შეუწყო რუსეთს ხელი, ან არის ცრუპენტელა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრას სააკაშვილმა შეუწყო ხელი.

ვოლსკი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებებს აფასებს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი თავის ვარაუდებს ამბობს პუტინის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უკრაინასა და საქართველოში.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი “დურაკია” და ამიტომ აკეთებს მსგავს განცხადებებს, ხოლო მომავლის ხედვა რომ ჰქონოდა მას, მაშინ რუსეთს არ შეუწყობდა ხელს თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში.

„კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა რეალურად ჩვენი სახელმწიფო იდგა საშიშროების წინაშე. ამბობს, მე კასანდრა არ ვარ, მაგრამ ხედავს მომავალს. ასეთი მომავლის ხედვა, სააკაშვილს რომ ჰქონოდა იმ პერიოდში, როდესაც ხელს უწყობდა რუსეთს თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, იქნებოდა უკეთესი. ან არის კასანდრაა და განგებ შეუწყო რუსეთს ხელი, ან არის ცრუპენტელა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები