ლაშა კომახიძე: ყველა იმ ადამიანის წინაშე ვიხრი ქედს, ვისი სიცოცხლეც საქართველოს ერთიანობას შეეწირა 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორკინე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, სადაც ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

“ჩვენ დღეს ყვავილებით შევამკეთ ჟიული შარტავას მემორიალი. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ეს იქნება სამხედრო პირი, პოლიციელი, თუ სამოქალაქო პირი, რომლების სიცოცხლეც შეეწირა საქართველოს ერთიანობას”- განაცხადა კომახიძემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დღევანდელი დღე მძიმეა, როგორც ქართველებისთვის  ასევე აფხაზეთისთვის.

“დღევანდელი დღე უმძიმესია, როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის როცა სოხუმი დაეცა. მხოლოდ სამშვიდობო ძალებით არის შესაძლებელი ნდობა აღდგეს და ჩვენ ყველამ ერთად ძლიერ და ერთიან საქართველოში ვიცხოვროთ. ასევე დღევანდელი დღე არის ჟიული შარტავას ტრაგიკულად დაღუპვის დღე და ეს არის მართლაც გმირობის, თავდადების ნათელი მაგალითი თუ რა შეუძლია სამშობლოს სიყვარულს“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეკრებილებს შორის აფხაზეთიდან დევნილები და ომში მონაწილეებიც იყვნენ. მათ 26 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და წლების განმავლობაში დაგროვილი ტკივილი და აფხაზეთის მონატრება ერთმანეთს გაუზიარეს.

აფხაზეთის 1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები. კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი გააძევეს აფხაზეთიდან. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები