რუსთავში, ძლიერი ქარის გამო, ავტომობილს ხე დაეცა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, ჭადრის ხე წაიქცა და ავტომანქანას დაეცა. შედეგად, მანქანა დაზიანდა. მომხდარის გამო, ტერიტორიაზე გადაადგილება შეფერხებული იყო.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ორი შეტყობინება შევიდა. მე-18 მიკრორაიონში და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე ხეები წაიქცა. ადგილზე მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები.

ამ დროისთვის, პრობლემები აღმოფხვრილია. ძლიერი ქარის გამო, რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი დღეს დაგეგმილი ღონისძიებები ხვალისთვის გადაიტანეს, ასევე, ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილია ქალაქის ცენტრალური პარკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები